ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ურეკში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. როგორც შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, 15 აგვისტოს ურეკში, 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, რომლებიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მათი ინფორმაციით, მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა.