ქუთაისში Covid 19 -ით გარდაცვლილი ქალი სოხუმის 1-ლი სკოლის მასწავლებელია

Sokhumi Daily

20 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა "ბო­მონდში", კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან, 60 წლის ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი აფხა­ზე­თი­დან იყო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სო­ხუ­მის პირ­ვე­ლი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ლუდ­მი­ლა ანუაა. ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სო­ხუ­მი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. "თა­ვი­დან­ვე ურ­თუ­ლე­სი იყო მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან მას არა­ერ­თი თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. მათ შო­რის გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­დეს კლი­ნი­კა­ში. ლუდ­მი­ლა ანუ­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც წერს, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე, “არც მას სჯე­რო­და კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის”. "აფხა­ზე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით თავს. ინ­ფექ­ცია ჩვენს შო­რი­საა. მეც არ მჯე­რო­და ვირუ­სის, მაგ­რამ გუ­და­უ­თა­ში აღ­მოვ­ჩნდი", - წერ­და ის. სკო­ლა­ში, სა­დაც ლუდ­მი­ლა ანუა ას­წავ­ლი­და, 2-კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­დეს. სკო­ლის დი­რექ­ტორ ნონა დელ­ბას თქმით, სკო­ლის 50-ზე მეტ მოს­წავ­ლეს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, აფხა­ზე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ კლი­ნი­კებ­ში კი­დევ სამი კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნი მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. სო­ხუ­მის მკვიდ­რი და­ვით და­სა­ნია სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" პოსტს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ლუდ­მი­ლა ანუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მას­წავ­ლებ­ლის, ლუდ­მი­ლა ანუ­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ლუდ­მი­ლამ ბოლო ხანს მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აფხა­ზურ ენა­ზე ლექ­სე­ბის კი­თხვის ონ­ლა­ინ­ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში და წაგ­ვი­კი­თხა სა­კუ­თა­რი ლექ­სი, Მაგ­რამ ბო­ლომ­დე არ დას­ცალ­და. ძა­ლი­ან მტკი­ვა გული მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, მაგ­რამ ვე­რა­ფერს იზამ, ცხოვ­რე­ბა ასე­თია". https://m.facebook.com/photo.php?fbid=3443530225711476&set=a.981495851914938&type=3&refsrc=http%3A%2F%2Fwww.ambebi.ge%2F ავტორი: თინათინ ზვიადაძე ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #კორონა #სოხუმისსკოლა #მასწავლებელი #1-ლი