რა ტიპის ვიზების გაცემას აჩერებს აშშ
Tbilisi Daily
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში რამდენიმე ტიპის სამუშაო ვიზის გაცემის შეჩერების შესახებ განაცხადებს. ამის შესახებ The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ბრძანებას ხელს მოაწერს, ამერიკულ კომპანიებში უცხოელთა დასაქმება გართულდება. გადაწყვეტილება შეეხება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც უმაღლესი განათლება აშშ-ში მიიღეს.
ამას გარდა, სამუშაო ვიზებს ვერც სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულები მიიღებენ.
ამ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი კორონავირუსის გამო გაზრდილი უმუშევრობით ხსნის. მაისში უმუშევრობის დონემ აშშ-ში 13,3%-ს მიაღწია.
გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ასევე შეაჩერებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის კულტურულ გაცვლით პროგრამებს. შეზღუდვები 2021 წელსაც იმოქმედებს.
.