მორიგი მასობრივი დაკავებები ბელარუსში გამართულ ე.წ. საკვირაო აქციაზე

Interworld

ბელარუსში, სადაც ადგილობრივი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები ოთხი თვეა გრძელდება, კვირას, ა.წ. 6 დეკემბერს მორიგი მასობრივი აქცია გაიმართა. დედაქალაქ მინსკში გამართული „თავისუფლების მარშის“ დროს 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის ასევე არიან მოვლენათა შემსწრეები და რიგითი გამვლელებიც. ადგილობრივი ძალოვანი უწყების განცხადებით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მოქალაქეთა მცირე ჯგუფები შეიკრიბნენ, რომლებიც „თან ფლობდნენ იმ ტიპის სიმბოლოებსა და ტრანსფარანტებს, რომელიც აკრძალული სახის სხვადასხვა მოწოდებებს შეიცავდა“. უწყებისვე თქმით, ამ ადამიანების დაკავება ადმინისტრაციული წესით, „მასობრივი ღონისძიებების ორგანიზების ან ჩატარების წესის დარღვევის“ მუხლით განხორციელდა. უკვე ტრადიციულ მოვლენად ქცეული ე.წ. საკვირაო აქციები ხალხთა დიდი ოდენობით გამოირჩევა, რომლებიც ლუკაშენკოს გადადგომასა და აგვისტოში გამართული არჩევნების შედეგები გადახედვას მოითხოვენ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Belarus #Lukashenko #mass #protest #interworld