"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც"

Tbilisi Daily

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მეს­ტი­ა­ში, უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და, მი­ზე­ზი ერთ დღე­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის 17 შემ­თხვე­ვა გახ­და. ამ ეტაპ­ზე შე­ზღუ­დუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა და ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ღრმა ეპიდკვლე­ვა. სვა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი სტუ­მა­რი გახ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლენ­ჯერ­ში, თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად ჩა­სულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა და ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყნოს­ვი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბა და­კარ­გეს. შემ­დეგ კი ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რს მო­ხუც ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, სი­ცხემ აუ­წია. რად­გან ქალი ას­თმით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ "კო­ვიდ-19" და­უ­დას­ტურ­და. კო­ვი­ფინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი, სულ 17 კაცი, თუმ­ცა მო­ხუ­ცი ქა­ლის გარ­და ყვე­ლა უსიმპტო­მოა, მათ შო­რის ერთ-ერთი ორ­სუ­ლია. "ბე­ბი­ას ფილ­ტვის ან­თე­ბა აქვს, თუმ­ცა მსუ­ბუქ ფორ­მა­ში, არც ახ­ვე­ლებს. თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქა­ლის ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია" - გვიყ­ვე­ბა წყა­რო...