დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს
Pirveliradio Ge
დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის უფროს შვილსა და ბელარუსის მთავრობის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა.
სანქციები დიდ ბრიტანეთსა და კანადაში შესვლაზე აკრძალვასა და ანგარიშების გაყინვას მოიცავენ.
„დღეს დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მკაფიო მესიჯი გააჟღერეს ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებით. ჩენ ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ“, - განაცხადა დომინიკ რააბმა.