გაყიდული დადიანების ეზოს ნაწილი.

Zugdidi Daily

გაყიდული დადიანების ეზოს ნაწილი. ზუგდიდის არქიტექტორულ-ისტორიული მუზეუმის ეზოში, ნიკოისეულ სასახლესთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთი გაიყიდა. ყოფილმა მესაკუთრემ, გია უბირიამ 995 კვ.მეტრი ტერიტორია შპს "ლაზეთი გრუპს" მიმდინარე წლის 20 მარტს მიჰყიდა. შპს “ლაზეთი გრუპის” ხელმძღვანელები რუსეთის მოქალაქე ლალიტა შერვაშიძე და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ძმა, მამუკა კვირკვია არიან. თითოეულის წილი 50%-ს შეადგენს. იმ მიწის ნაკვეთზეა საუბარჯ, რომელიც გია უბირიამდე, პოლიტიკური პარტია ენმ-ის წალენჯიხის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, ლევან ქარდავას ეკუთვნოდა. მან ტერიტორია 2007 წელს შეიძინა. მაშინ ლევან ქარდავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ აუქციონის წესით ნაკვეთის შეძენა "სამეგრელოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა სთხოვეს". კონკრეტულად თუ ვინ, ვერ გაიხსენა. ყოფილმა დეპუტატმა ტერიტორიის შესაძენად 135 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი გადაიხადა. კიდევ უფრო ადრე, ლევან ქარდავამდე, მიწის ნაკვეთით ბიზნესმენმა გოჩა ფიფიამაც ისარგებლა. მან იქ ამფითეატრი გახსნა, თუმცა თავად მიწა მის საკუთრებაში არ ყოფილა. დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაიას აზრით, მიწა სასახლეს უნდა დაბრუნებოდა, რადგან მიწა ყოველთვის დადიანების საკუთრებას წარმოადგენა. #ზუგდიდი #დადიანებისსასახლე #მიწა #გაყიდვა #შპსლაზეთგრუპი #zugdididaily