ლიბანში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სროლა ლიბანის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ცეცხლი გზაზე მიმავალი მანქანიდან გახსნეს. მსროლელის ავტომობილში, რომელიც მოგვიანებით მიტოვებული იპოვეს, მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ელექტროკაბელები და იარაღის მაყუჩი აღმოაჩინეს. სროლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.