საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზარდიანთკართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. “უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საოკუპაციო ძალებს უკვე მეხუთე თვეა ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ 11 ივლისს სხვილოს ციხესთან ფეხში დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე.  ასევე ნახეთ: ცხოვრება ზღვარზე   https://www.radiotavisupleba.ge/a/30962073.html #ახალი_ამბები #twitter