აშშ-მა დაადასტურა, რომ ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლულია
Tbilisi Daily
აშშ-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი ალ-მასრი მოკლულია. კრის მილერის განცხადებით, ეს ფაქტი ტერორისტული ორგანიზაციის დიდი მარცხია.
მისივე თქმით, ალ-მასრის დაკარგვა ხაზს უსვამს ტერორისტული დაჯგუფების გავლენის მნიშვნელოვან შემცირებას.
25 ოქტომბერს, ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი დაჯგუფების რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი წევრი იყო.