კორონავირუსის სამკურნალო აბები წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება - ფაიზერი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული აბები2021 წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის კომპანიას ხელთ აქვს სარწმუნო ცნობები, რომ ანტივირუსული აბები ეფექტური იქნება კორონავირუსის ყველა შტამის წინააღმდეგ. ასევე განმარტა, რომ კომპანია ორი ანტივირუსული საშუალების ტესტირებაზე მუშაობს.
არსებული ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების კლინიკური გამოცდა შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში მიმდინარეობს, რომელშიც ზრდასრული მოხალისეები მონაწილეობენ.
Pfizer-ი დეტალურ ინფორმაციას კორონავირუსის სამკურნალო აბებზე ზაფხულში გაავრცელებს.