Post

Kutaisi Daily

ქუთაისის "ტორპედო"-ს განახლებული გეგმები. ბოლო 9-10 თვის განმავლობაში ქალაქის საფეხბურთო გული, ქუთაისის "ტორპედო" მრავალ პრობლემას წააწყდა. აღნიშნული პრობლემების თავიდათავი კი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც კლუბს ახალი ინვესტორის მოსვლამდე გააჩნდა... დასახელდა პრობლემის გამომწვევი მიზეზებიც, რომელთა შორისაც უმთავრესი მაშინდელი პრეზიდენტის ზაზა ჩაჩავას არასწორი მენეჯმენტისა და თანხის არამიზნობირვი ხარჯვის შედეგი იყო... არსებობდა კლუბის მეოთხე ლიგაში დაქვეითების საფრთხეც, რაც ქუთაისის საფეხბურთო ისტორიას დიდ დარტყმას მიაყენებდა. არსებული მწვავე სიტუაციის გამო, ფეხბურთელთა და მწვრთნელთა მთელი კოლექტივი კლუბს თვეების განმავლობაში უხელფასოდ ემსახურებოდა. საბედნიეროდ გამოჩნდა იტალიელი ინვესტორი, ფაბრიციო მანინი, რომელსაც ქუთაისის ტორპედოსთან მიმართებაში დიდი გეგმები და მაღალი ამბიციები გააჩნია. მისი თქმით ევროპულ ფეხბურთთან მალევე დასაახლოებლად კლუბს კარგი სპორტული კომპლექსი უნდა ჰქონდეს. ფაბრიციო მანინი ადგილობრივებს პირდება რომ უახლოეს მომავალში ქუთაისის "ტორპედო" "ეროვნული ლიგის" საუკეთესო გუნდის სტატუსს კვლავ დაიბრუნებს. #ქუთაისი #ტორპედო #ეროვნულილიგა #ფაბრიციო #მანინი #kutaisidaily #sport