117 გარდაცვლილი რუსეთში

Tbilisi Daily

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 117 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 828 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური სტატისტიკით, 19 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 937 321 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 749 423 გამოჯანმრთელდა. რუსეთში covid19-ით სულ 15 989 ადამიანი გარდაიცვალა. #ახალიამბები