ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას.

Zugdidi Daily

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. დაიტბორა ნათესები და ნარგავები. წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "ბადრი შანავას ქუჩაზე, მაზანდარას მიმართულებით, ასევე ჭალეში, მიქავაში დატბორილია ნათესები და ნარგავები, სტიქიამ პრობლემები შექმნა თითქმის მთელ მუნიციპალიტეტში. ამ წუთებშიც წვიმს.ჯგუფები გასულია სოფლებში და სრული ინფორმაცია სტიქიის შედეგებზე მოგვიანებით გვექნება." ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შიდა ქუჩები, საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა. დააზიანდა ხიდ-ბოგირების ნაწილი, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები. მოსახლეობის ნაწილს დაეტბორა საყანე ფართობი და თხილნარი. ადგილობრივების თქმით,ისინი სტიქიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წყალმა თხილნარების ნაწილი გაანადგურა. მათივე თქმით, წაღებულია ასეულობით კილოგრამი თხილი. #წალენჯიხა #სამეგრელო #სტიქია #ზარალი #მოსავალი #მერი #დატბორილინათესები #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com