ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდასტურდა, განიკურნა - 1

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა და ამით ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 921-მდე გაიზარდა. ინფორმაცია StopCoV.ge-ზე უკვე ასახულია. ინფიცირებულების მაჩვენებელთან ერთად ქვეყანაში ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 781-მდე გაიზარდა. საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30693486.html #ახალი_ამბები #twitter