ბრიტანელი მეცნიერები - COVID 19-მა გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო
Tbilisi Daily
ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი ვირუსი ადამიანებში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა . ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მეცნიერების მტკიცებით, ინფიცირების პირველი შემთხვევის შემდეგ Covid -19 ძალიან სწრაფად გავრცელდა.
„ეს გამორიცხავს ყველა სცენარს, რომლის მიხედვითაც SARSCoV-2-ი აღმოჩენამდე დიდი ხნით ადრე ტრიალებდა მოსახლეობაში. ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვირუსი ადამიანებში 2019 წლის ბოლოს გაჩნდა. ჩვენ ამაში ნამდვილად, ნამდვილად, დარწმუნებულები ვართ,“-აცხადებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკის ინსტიტუტის მკვლევარი ფრანსუა ბოლუ.
მისივე განმარტებით, კვლევის ფარგლებში გენეტიკური ანალიზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 600-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უფრო უარესდება.
„ვირუსი სწრაფად ვრცელდება და იცვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უარესდება,“- აღნიშნა მეცნიერმა.
#COVID-19# გავრცელება#ბრიტანელი მეცნიერები#Tbilisi Daily#Daily#News