ჰაიტიზე ტროპიკულ შტორმ „ლაურას“  21 ადამიანი ემსხვერპლა

Tbilisi Daily

ჰაიტიზე ტროპიკულ შტორმ „ლაურას“ სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სტიქიამ ჰაიტის დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი დააზარალა, სადაც შტორმმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. 198 ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი, ხუთ ადამიანს კი, ამ დრომდე ეძებენ. ამჟამად ციკლონი აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება და როგორც მოსალოდნელია, ტეხასისა და ლუიზიანის შტატის სანაპიროებს დღეს დაატყდება თავს. სანაპირო დასახლებებიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს.