ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება

Headline

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ - ნატო კორონა ვირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება. ნატო-ში უკვე დაიწყეს სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლითაც ალიანსმა ვირუსის ხელახლა გავრცელების შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს.გეგმის შემუშავება ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩებთან გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე გადაწყდა. ჟურნალისტების ცნობით, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ვირუსის მეორე ტალღაზე ალიანსის საპასუხო მოქმედებები ნატოს სანდოობისა და ერთიანობის „ლაკმუსის ტესტი“ იქნება. წყარო - გერმანული გამოცემა “შპიგელი” #ნატო #კორონავირუსი #კოვიდ19 #კორონა #headline