ნაცვლიშვილი, კოჟორიძე, გეგელია - ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატები

Pirveliradio Ge

ჩვენ აუცილებლად ცალკე გავაკეთებთ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენას და ისიც იქნება განსაზღვრული, თუ ვინ რომელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს-განაცხადა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "რუსთავი2"-თან. მისივე თქმით, კანდიდატების უმრავლესობა მათ უკვე შეარჩიეს და ისინი "გამორჩეული რეპუტაციისა და შესაძლებლობების, ენერგიული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდები" იქნებიან. "ეს ადამიანები არიან ლელოს დღევანდელი ლიდერები. მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ ვინ იგულისხმება ლიდერებში, ესენი არიან: ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია და ბევრი მათი მსგავსი განათლების, შესაძლებლობების, ენერგიის და პასუხისმგებლობის ადამიანები. ჩვენ აუცილებლად ცალკე გავაკეთებთ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენას და ისიც იქნება განსაზღვრული, თუ ვინ რომელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. [...] მე უბრალოდ დაგისახელეთ ის ლიდერები, რომლებიც იქნებიან მაჟორიტარული კანდიდატები",-განაცხადა ჯაფარიძემ. http://pirveliradio.ge/?newsid=144750