ყირგიზეთში კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი დააკავეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
1 ივნისის საღამოს ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით ჯანდაცვის მინისტრი ალიმკადირ ბეიშენალიევი დააკავა. ზედამხედველი ორგანოს თანახმად, მინისტრმა გასცა განკარგულება შეეძინათ 1,5 მილიარდი სომის ღირებულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმაოდ იყო სხვა სახელმწიფოების დახმარებით მიღებული წამლები. გამოძიების ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხები ოფშორულ ზონაში იქნა გატანილი.
მოგვიანებით, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბეიშენალიევის წინააღმდეგ 7 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: ორი საქმე ქრთამის გამოძალვის ფაქტებზე და ოთხი საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და აშკარად წამგებიანი კონტრაქტების დადებისთვის.
ბიშენალიევის გარდა, კორუფციის საქმეზე დააკავეს მინისტრის მოადგილე ულუგ-ბეკ ბეკტურგანოვი, იმუნოპროფილაქტიკის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი გულბარა იშენაპისოვა და მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების დეპარტამენტის უფროსი სულთან სატარბეკოვი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31882313.html
Source: radiotavisupleba.ge