ბათუმის დელფინარიუმი იხსნება

Tbilisi Daily

12 მარტის შემდეგ, ბათუმის დელფინარიუმის კარი ვიზიტორებისთვის 30 ივნისიდან გაიღება, თუმცა არა სრული სერვისით. წელს დელფინებთან ცურვას ვერ შეძლებთ – ინფორმაცია დეფლფინარიუმის ადმინისტრაციამ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. 30 ივნისამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოინახულონ აკვარიუმი. აკვარიუმში შესვლის ფასი 2 ლარია, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი უფასოა. ადმინისტრაცია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია.