"ოჯახს აჩვენეს კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ გამოდიან ახალგაზრდები ბარიდან და ლაღად მიუ

Tbilisi Daily

15 აგ­ვის­ტოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი "ბა­უ­ჰა­უს ბა­რის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის - გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძი­სა და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხედ­რრე­ბი სამდღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ორ­შა­ბათს იპო­ვეს მტკვარ­ში. მაშ­ვე­ლებ­მა ჯერ გო­გო­ნას, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ახალ­გაზ­რდე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, მა­ნამ­დე კი გარ­დაც­ვლი­ლი ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის­თვის მთა­ვარ ვერ­სი­ად უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გა­ნი­ხი­ლე­ბა. ambebi.ge-ს ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ესა­უბ­რა, რომ­ლის თქმი­თაც: "გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ საქ­მე უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნამ­დე ისი­ნი ასე ფიქ­რო­ბენ. ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ა­ჯირ­ზე ის­ხდნენ, რა დრო­საც ჯერ გო­გო­ნა გა­და­ვარ­და, შემ­დეგ კი მას ვაჟი გა­დაჰ­ყვა. ოჯახს აჩ­ვე­ნეს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რის ის მო­ნაკ­ვე­თი, რა დრო­საც ახალ­გაზ­რდე­ბი გა­მო­დი­ან ბა­რი­დან და ლა­ღად მი­უყ­ვე­ბი­ან ქუ­ჩას".