საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან 24-38 დამარცხდა
Tbilisi Daily
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე დასკვნითი შეხვედრა გამართა ფიჯის ნაკრებთან და 24-38 დამარცხდა. ამჯერად ბორჯღალოსნებმა ტურნირზე, რომელიც ერთჯერადად ჩატარდა მერვე ადგილი დაიკავეს.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლის მოედანი სამჯერ აიღეს. 24-ე წუთზე გიორგი მელიქიძემ გამოიჩინა თავი, ბექა საღინაძემ კი მეტოქეს ორი ლელო დაუდო.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრები ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთხელ 2016 წელს 14:3 შეძლო მეტოქის დამარცხება.
აღსანიშნავია, რომ ფიჯელები შემოდგომის ერთა თასზე პირველი მატჩი გამართეს. მათ B ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის და შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, თუმცა გუნდში გავრცელებული კორონა ვირუსის გამო მათ ვერცერთი თამაშის ჩატარება ვერ მოახერხეს და ტურნირის ორგანიზატორებმა კუნძულელებს ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში 0:28 წაგება ჩაუთვალეს. სადებიუტო იყო საქართველოსთან მატჩი ფიჯელების ახალი მთავარი მწვრთნელისთვის. ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა ვერნ კოტერმა ფიჯის ნაკრების მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა.
ბორჯალოსნებმა შემოდგომის ერთა თასზე ინგლისთან (40 – 0), უელსთან (18-0) და ირლანდიასთან (23-10) სამივე მატჩი დათმეს. ირნალდიასთან შეხვედრაში გიორგი კვესელაძის ლელო, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის პირველი იყო ტურნირზე, მესამე ტურის საუკეთესო ლელოდ აღიარეს.