გორის მუნიციპალიტეტში ავტომობილების გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტში, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა.
ამის შესახებ ნათქვამია, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ყურადღება !!!
22 აპრილიდან 27 აპრილამდე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით.
ავტომობილით მოძრაობა შესალებელია მხოლოდ მითითებულ დროს - დილის 6:00 საათიდან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე.
მსუბუქი ავტომობლით გადაადგილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები - ავტომობილში დაიშვება მაქსიმუმ სამი პიროვნება პირბადეებით.
#დარჩისახლში
“.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
#რეგულაციები
#გორი
#გორისმუნიციალიტეტი
#კორონავირუსი
#goridaily