ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადასული, შენობას კი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის 7 მასწავლებელია. 'სკოლა მუშაობს დისტანციურ რეჟიმში, ამდენად თანამშრომლები იქ არ დადიოდნენ. მიუხედავად ამისა სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა მასწავლებელს მიეცა რეკომენდაცია, რომ ჩაიტარონ ტესტირება და იმყოფებოდნენთვითიზოლაციაში. სკოლის თანამშრომლები ბოლო რამდენიმე დღეა სკოლაში არ დადიოდნენ, სავარაუდოდ ინფიცირების წყარო არის სხვაგან. პირველი ოქტომბრამდე სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. თუ რა ფორმითგაგრძელდება, გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო'- განაცხადა გოჩა დავითაძემ.