კორონავირუსით რუხის კლინიკაში 72 წლის პაციენტი გარდაიცვალა

Zugdidi Daily

კორონავირუსით ხობის მცხოვრები, 72 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ის რუხის კლინიკაში გარდაიცვალა. ამავე კლინიკაში მკურნალობს 95 კოვიდ პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 23 პაციენტი იმყოფება. მათ შორის 5 მძიმე. ფოთის ჰოსპიტალში 40 ინფიცირებულია მოთავსებული. აქედან 7-ის მდგომარეობა მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი. აქედან მძიმეა 11-ის მდგომარეობა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 16 პაციენტია. სენაკი ლაზიკა მედიში 38 პაციენტი. მძიმეა 2-ის მდგომარეობა. ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 380 პირი. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 37 ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #სამეგრელო #zugdididaily