ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
Tbilisi Daily
ზუგდიდი- ჯვარი მესტიის ცენტრალურ მაგისტრალზე, ზედა ეწერი-ჭკადუაშის მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა,
შეჯახების შედეგად დაზიანებული ავტომანქანებიდან დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ შემოყვანილ იქნა 5 პაციენტი. მათ გარეგანი დათვალიერებით პოლიტრამვები აღენიშნებათ. უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევები, თუმცა მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ,"-აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.