მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, კორონავირუსი დაუდასტურდა, -ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაკრონი თვითიზოლაციაში გადავიდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.