საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს პირბადით უზრუნველყოფს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, რეგისტრაციიდან მოხსნილი და რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შედიან. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს პირბადით უზრუნველყოფს. „მაქსიმალურად შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. ქვეყნების, რომლებმაც ახლახანს პანდემიის პირობებში არჩევნები ჩაატარეს. ვმუშაობთ საკითხზე, რომ ამომრჩეველი, რომელსაც არ ექნება პირბადე, რა თქმა უნდა, პირბადის გარეშე ვერ შევა საარჩევნო უბანზე, თუმცა მას საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პირბადით. ასევე ვვარაუდობთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, - განაცხადა მიქელაძემ. რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ერთიან სიაში მოხვედრას ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეძლებენ.