რიონის ხეობის მცველებსა მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რიონის მცველები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, გუბერნატორებსა და დეპუტატებს ხვდებიან.
'ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთიორგანიზატორისვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დღევანდელშეხვედრაზე ტექნიკური საკითხების დაგეგმვა მოხდება.
'აქ უნდა დაიგეგმოს უშუალოდ შეხვედრების ტექნიკური მხარე. რაც შეეხება ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი მოთხოვნაა, თუკი ზოგადად უნდა ვისაუბროთ გაგრძელდება თუ არა დიალოგი, ხვალ და ზეგ პოლიცია უნდაგამოლაგდესხეობიდან. ამის შემდეგ ტექნიკურ დეტალებს გავივლით. პირველადი რაც არის მიწისა და ხელშეკრულების საკითხი და მოვითხოვთ გადაწყვეტილების მიმღები პირების ყოფნას იმ შეხვედრაზე. ეს უნდა იყვნენ ხელისმომწერი და გადაწყვეტილების მიმღები პირები“, -განაცხადა გოლეთიანმა.
პრემიერის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, რომლებიც მზად არიან 'ნამახვანჰესის' მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.
შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ ესწრებიან, თუმცა აქციის მონაწილეებს ვიდეოგადაღების შესაძლებლობა მიეცათ.