დაგეგმილი სადეზინფექციო წმენდა ოკუპირებულ აფხაზეთში

Sokhumi Daily

"სამხრეთ სამხედრო ოლქის" პრეს - სამსახურის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის განყოფილებების სპეციალისტები აფხაზეთში ჩავიდნენ სოციალური ობიექტების დეზინფექციისთვის. "პირველი წმენდითი სამუშაო ჩატარდება გულრიფის რეგიონში დილის ცხრა საათიდან. დაგეგმილია ცენტრალური სამხედრო საავადმყოფოს, საავადმყოფოს, ბაზრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დამუშავება", - წერია უწყების განცხადებაში. აღნიშნულ "რაზმში" შედის შავი ზღვის ფლოტის ქვედანაყოფის 30-მდე სამხედრო. მობილიზებულია დეგაზირების, დეზინტამინაციისა და დეზინფექციის სამსახურებიც. შავი ზღვის ფლოტი ყირიმიდან გამოვიდა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 19 ოქტომბერს შევიდა, " 800 კილომეტრზე მეტის გავლის შემდეგ" - ამატებენ პრეს - სამსახურში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა