მანქანების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში ამ დრომდე განუბაჟებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა. ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. "ეს შეღავათები, დაახლოებით, 19 ათას ავტოსატრანსპორტო ფლობელს შეეხება და მნიშვნელოვანია, რომ ამ ასევე ჩამოეწერებათ საურავები", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცვლილებები შეეხება საქართველოში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. მათ განბაჟების ვალდებულება 2021 წლის 1 მარტამდე ჰქონდათ და ახლა 2 თვით, 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდებათ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31120926.html #ახალი_ამბები #twitter