200-ლარიან დახმარებას ის ბავშვებიც მიიღებენ, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ დაიბადნენ

Tbilisi Daily

ის ბავშვები, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ დაიბადნენ, ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ. „ბავშვებისთვის განკუთვნილ 200-ლარიან დახმარებაზე პირველ დეკემბრამდეა რეგისტრაცია. შესაბამისად, პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ყველა ბავშვს ეკუთვნის დახმარება“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ უწყებაში.