სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა
Tbilisi Daily
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კონსულტაციის მიზნით თორნიკე რიჟვაძესთან გამართა შეხვედრა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად არის წარდგენილი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრისას, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრების კანდიდატების შესახებ ესაუბრა.