„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

Tbilisi Daily

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მათი აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 თებერვალს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ჯავახიანთკარი, დუდაურები, ველთაურთკარი, მილახვრიანი, პირმისაანი, ჩირდილელიანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები