კლინიკაში მომართვა დაგვიანებული იყო - ექიმი 28 წლის ქალის გარდაცვალებაზე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმისრესპუბლიკურ საავადმყოფოში,კორონავირუსით28 წლის ქალიგარდაიცვალა. ექიმი იაგო ტაკიძეამბობს, რომ პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმის განმარტებით, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებულიკვლევები და მკურნალობა ჩაუტარდა.
კოვიდინფიცირებულს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონდა.
''ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველ აპრილს გადმოიყვანა, სამწუხაროდ მდგომარეობა კრიტიკული იყო. შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ.კოვიდი 27 მარტს დაუდასტურდა, როგორც ახლობლები ამბობენ, ამ პერიოდის განმავლობაში სახლში მკურნალობდა'' - აცხადებს ექიმი.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში109 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 22 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დღეს აჭარაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.