შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
Pirveliradio Ge
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს.
ბრალდებულ ლ.შ.-ს ადვოკატის თქმით, ბრალი, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აცდენილია.
"სამართლებრივად თუ შევაფასებთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვერ იქნება არგუმენტირებული ბრალდების მხარის პოზიცია," - განმარტავს ადვოკატი ზაქრო გვიშიანი.