7 გზა, როგორ ვკონცენტრირდეთ საქმეზე სწრაფად და გავზარდოთ შრომისუნარიანობა

Tbilisi Daily

სა­ო­ფი­სე სა­მუ­შაო და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის ნაკ­ლე­ბო­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში რომ უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს, ამა­ზე მე­დი­კო­სე­ბი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ. გარ­და ამი­სა, ერთ ად­გილ­ზე დიდ­ხანს ჯდო­მამ შე­იძ­ლე­ბა კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მაც შეგ­ვიქ­მნას, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას სხვა რა­მე­ებ­ზე და­ვი­წყოთ ფიქ­რი, ნაკ­ლე­ბად ვფო­კუ­სირ­დეთ ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე და სა­ბო­ლო­ოდ, ამ პრო­ცეს­მა ჩვენს კა­რი­ე­რა­სა და პი­როვ­ნულ ზრდა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს. რა თქმა უნდა, საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა, სა­მუ­შაო გა­რე­მო­სა და რე­ჟიმ­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს - ხმა­უ­რი, ბევ­რი საქ­მე, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი და სხვა, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი ხში­რად იმ ადა­მი­ა­ნებ­საც აწუ­ხებთ, ვი­საც თა­ვი­ან­თი საქ­მეც უყ­ვართ და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბიც არი­ან. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზის გარ­და, შე­იძ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და კოგ­ნი­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­მოც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, ამი­ტომ მას სე­რი­ო­ზუ­ლად მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა. კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პრობ­ლე­მის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, ექიმ­თან ვი­ზი­ტი, თუმ­ცა ჩვენ გთა­ვა­ზობთ 7 ძი­რი­თად ხერ­ხს, რო­გორ ავი­ცი­ლოთ ეს დის­კომ­ფორ­ტი თა­ვი­დან და სამ­სა­ხურ­ში უფრო ეფექ­ტუ­რე­ბი და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი გავ­ხდეთ: ძი­ლის რე­ჟი­მის მო­წეს­რი­გე­ბაძი­ლის რე­ჟი­მის მო­წე­რი­გე­ბა ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბი­სას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასეა კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. თუ მუ­შა­ო­ბი­სას გრძნობთ, რომ საქ­მე­ზე ვე­ღარ კონ­ცენ­ტრირ­დე­ბით, სხვა რა­მე­ზე იწყებთ ფიქ­რს, ზედ­მე­ტად ხში­რად დუნ­დე­ბით და მო­ტი­ვა­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა გი­ჭირთ, იქ­ნებ ეს ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბის ბრა­ლია? ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ჩვენს ძი­ლის რე­ჟიმს და თუ ის არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია, მო­ვა­წეს­რი­გოთ. შეს­ვე­ნე­ბე­ბით მუ­შა­ო­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მუ­შა­ო­ბი­სას ყო­ვე­ლი 75 ან 90 წუ­თის შემ­დეგ, შე­ვის­ვე­ნოთ. სა­ო­ფი­სე სა­მუ­შა­ოს შემ­თხვე­ვა­ში, უმ­ჯო­ბე­სია, ეკ­რა­ნის ლურ­ჯი გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან თვა­ლე­ბი და­ვას­ვე­ნოთ და ფან­ჯრი­დან გა­ვი­ხე­დოთ ან ოთახ­ში გა­ვი­არ-გა­მო­ვი­ა­როთ. რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბე­ბი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ გო­ნე­ბა და­ვას­ვე­ნოთ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა რამ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბიც არ უნდა ვი­ყოთ, ყო­ველ წუთს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბის მავ­ნე ჩვე­ვა მუ­შა­ო­ბა­ში მა­ინც გვიშ­ლის ხელს. თუ რამ­დენ­ჯერ­მე ვცდით, რომ საქ­მის კე­თე­ბი­სას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ დავ­ტო­ვოთ, სუ­ლაც გა­მოვ­რთოთ ისი­ნი და მათი შე­მოწ­მე­ბის სურ­ვილს გა­დავ­ლა­ხავთ, უკეთ ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბით საქ­მე­ზე და შევ­ძლებთ, იმა­ზე სწრა­ფად და­ვას­რუ­ლოთ ის, ვიდ­რე სხვა შემ­თხვე­ვა­ში. მეტი წყა­ლი წყა­ლი ერ­თგვა­რი ენერ­გი­ის წყა­როა. მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­სამ­ჩნე­ვად გვე­მა­ტე­ბა ენერ­გია და ტვი­ნი უფრო აქ­ტი­უ­რად იწყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ვხდე­ბით უფრო სხარ­ტე­ბი და აღარ ვდუნ­დე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, გო­ნე­ბა რა­ი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო­ზე ფიქ­რს აღარ იწყებს და საქ­მე­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ამას­თან, წყა­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­შიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რაც გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო, ბევ­რი ჩვენ­გა­ნის პრობ­ლე­მაა. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრა ბევრ ჩვენ­განს ექცა ჩვე­ვა­ში, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი ჩა­მო­წე­როს დი­ლით­ვე და მათ­გან ყვე­ლა­ზე რთუ­ლით და­ი­წყოს, რად­გან დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გო­ნე­ბა შე­და­რე­ბით გა­დაღ­ლი­ლია. და­ვა­ლე­ბე­ბის ჩა­მო­წე­რა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­კენ გვი­ბიძ­გებს, დრო­უ­ლად და ეფექ­ტუ­რად შე­ვას­რუ­ლოთ სა­მუ­შაო და სა­კუ­თარ თავს სწო­რედ საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრა­ცი­ის­კენ ვუ­ბიძ­გოთ. სა­მუ­შაო ად­გი­ლის სა­კუ­თარ თავ­ზე მორ­გე­ბა თუ კომ­ფორ­ტუ­ლად და გა­მარ­თუ­ლად არ ზი­ხარ, სა­მუ­შაო მა­გი­და საკ­მა­რი­სად ფარ­თო და ტე­ვა­დი არ არის, შე­იძ­ლე­ბა, ამან დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დე­მო­ტი­ვი­რე­ბა და გო­ნე­ბის გა­ფან­ტვაც გა­მო­იწ­ვი­ოს. კომ­ფორ­ტულ ავეჯ­თან ერ­თად სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე წყა­ლი და სა­ჭი­რო სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი საქ­მი­ან გა­რე­მოს შე­გიქ­მნით, ამი­ტომ ამ დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.