დღეიდან კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იწყება

Tbilisi Daily

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეიდან სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყება, მშენებლობას კი კომპანია M2 განახორციელებს. ,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა ყველა ადამიანს ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, გადავუხადო მადლობა. ჩვენ სხვა მშენებლობებთან მიმართებითაც ვმუშაობთ და მჯერა, იგივე პროცესები წავა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოჯახებს, რომლებსაც თანხები აქვთ გადახდილი და დიდი ხანია ელოდებიან აშენებულ სახლებს, მათ ოჯახებში დავაბრუნოთ სიხარული და ბედნიერება," - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა M2-ს თანამშრომობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კოპანიას მშენებლობებისთვის 250 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს. #კახაკალაძე #სვეტი #m2 #მშენებლობა #თბილისისმერია #tbilisidaily