3 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
Tbilisi Daily
რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ავტობუსის გაჩერებაზე ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალურ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პოლიციის ოფიცრებმა 18 წლის მოქალაქე, რომელიც 3 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბორსკის რაიონში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს“, - აცხადებენ სამართალდამცავ ორგანოში.
შეგახსენებთ, გუშინ შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის სადგურზე მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.