ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან - გამყრელიძს პასუხი მეუფე იაკობს
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს პასუხობს, რომელმაც ის და მისი მოადგილე პაატა იმნაძე, მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების გამო გააკრიტიკა და ამას უღირსი საქციელი უწოდა.
"თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეიძლება შეტევა განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება.
ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როდესაც მე საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან მე რაზეც ვიასაუბრე იქ. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მასთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბრისას.
#კორონავირუსი
#პასუხი
#ამირანგამყრეკიძე
#მეუფეიაკობი
#tbilisidaily