გორის მერია საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვების გადაცემას აგრძელებს
Gori Daily
გორის მერია საბავშვო ბაღების 6 000-მდე აღსაზრდელისთვის საკვების გაცემას შეზღუდვების მეორე ეტაპის ფარგლებშიც აგრძელებს.
დღეს, პროდუქტი გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ნაწილმა მიიღო. გაცემის პროცესი ხვალაც გაგრძელდება. სურსათი არამალფუჭებადი პროდუქტების სახით გაიცა. პატარებმა კუთვნილი საკვები, გორის მერიისგან პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირველ ეტაპზეც რამდენჯერმე მიიღეს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#შიდაქართლი
#გორი
#goridaily
ფოტო: გორის მუნიციპალიტეტის მერია