კორონავირუსის 97 დადასტურებული შემთხვევიდან ექვსის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140156
კორონავირუსის 97 დადასტურებული შემთხვევიდან ექვსის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და კრიტიკულად შეიძლება ჩაითვალოს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.
,,ქვეყანაში კორონავირუსის 97 დადასტურებული შემთხვევიდან ექვსის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და კრიტიკულად შეიძლება ჩაითვალოს. აქედან 4 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია მაგრამ უკვე დასტაბილურდა, თუმცა ჯერ თავს ვიკავებთ ვთქვათ, რომ გაუმჯობესებულია",- განაცხადა ეზუგბაიამ.