შეზღუდვები და ალტერნატიული გზები, რომლებიც ქუთაისის შემოვლით გზაზე დაგხვდებათ
Kutaisi Daily
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე შეზღუდვების ნაწილი 25 ივნისამდე , გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ საავტომობილო მოძრაობა ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი 4 მიმდინარე სამუშაო პროექტის გამო ჩაკეტილი იყო. ოფიციალური ინფორმაციით კი შეზღუდვები კვლავ გაგრძელდება. ცნობილია ალტერნატიული გზებიც:
„ამჟამად საჭიროა, აღნიშნული რეჟიმი გაგრძელდეს 2020 წლის 25 ივნისის ჩათვლით. დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით თბილისის მიმართულებით.
ასევე, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 11 ივნისი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ მოესწრო და საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა გაგრძელდეს 2020 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შემოვლითი გზა
kutaisidaily