Balenciaga-ს გაზაფხულის ახალი კოლექცია

9
კრიზისული პერიოდი Balenciaga-სთვის თანდათან მთავრდება. გახმაურებული სკანდალები, სპეკულაციები, საზოგადოების გაღიზიანება ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად მიმდინარეობდა, ამ ყველაფერმა ბრენდის იმიჯში დიდი კვალი დატოვა, თუმცა როგორც აღნიშნავენ ერთი ასეთი გაუგებრობა ყველა მაღალი დონის ბრენდის ისტორიაში გარდაუვალია და უკან მოსაბრუნებელი გზა ბოლომდე მოჭრილი არ არის.
Balenciaga-ს შემოქმედებითი პროცესი არ გაუჩერებია, მეტიც წლევანდელი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე უკვე გამოჩნდნენ ვარსკვლავები მოდის სახლის სამოსით - ეს ერთგვარი მინიშნება იყო, რომ ბრენდი თავის ამპლუას უბრუნდება. 
Michelle Yeoh
სკანდალებით სავსე სეზონის მიწურულს დემნამ 2024 წლის გაზაფხულის ახალი კოლექცია პარიზში წარადგინა. 'Capital B' - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის პრეზენტაცია ციფრულ ფორმატში, 30 მაისს მოხდა. გავრცელებული ვიდეოს ლოკაცია ბალენსიაგას ისტორიული ატელიეს მიმდებარე ტერიტორია გახლდათ. 
გიზიარებთ ვიდეოს და ახალი კოლექციის ლუქებს: 
9