Balenciaga-ს 2024 წლის გაზაფხულის კოლექციის წარდგენა

10
კრიზისული პერიოდი Balenciaga-სთვის თითქმის უკვე დასრულდა. გახმაურებული სკანდალები, სპეკულაციები, საზოგადოების გაღიზიანება ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა, ამ ყველაფერმა ბრენდის იმიჯში დიდი კვალი დატოვა, თუმცა როგორც აღნიშნავენ ერთი ასეთი გაუგებრობა ყველა მაღალი დონის ბრენდის ისტორიაში გარდაუვალია და უკან მოსაბრუნებელი გზა ბოლომდე მოჭრილი არ არის.
Balenciaga-ს შემოქმედებითი პროცესი არ გაუჩერებია, წინა სეზონზე წარადგინა ოდ კუტურ კოლექციაც, რომლის პრეზენტაცია ციფრულ ფორმატში მიმდინარეობდა. ბრედნ ამბასადორებიც ნელ-ნელა უბრუნდებიან ჩვეულ ამპლუას.
მიმდინარე პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, 30 სექტემბერს Balenciaga-მ 2024 წლის ზაფხულის "Ready to wear" კოლექცია, რომელსაც უკვე ტრადიციული ჩვენების სახე ჰქონდა. 
ღონისძიება სავსე იყო დასამახსოვრებელი მომენტებით. შოუ Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორის, დემნა გვასალიას დედამ გახსნა. ლუქები კლასიკურად დემნას კრეტიული ხედვის დამახასიათებელი დეტალებით იყო გაწყობილი.
ბრენდ ამბასადორები ტყუილად არ გვიხსენებია, შოუს ესწრებოდა Balenciaga-ს ერთ-ერთი გამორჩეული სახე, კიმ კარდაშიანიც. 
აქვე, თუ ვარსკვავურ სტუმრებზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგვრჩეს ქართველი მომღერალი, ლელა წურწუმია, რომელიც Balenciaga-ს შოუს დაესწრო.
და ბოლოს გიზიარებთ დასკვნითი ლუქის დეტალებს, რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო. 
"Balenciaga-ს პატარძალი"
10