Balenciaga-ს შოუ ლოს-ანჯელესში

8
გუშინ, 3 დეკემბერს, ლოს-ანჯელესის ცენტრში Balenciaga-ს 2024 წლის პრე-საშემოდგომო კოლექციის ჩვენება გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდისთვის და თავად შემოქმედებითი დირექტორისთისვისაც პირველი შოუ გახლდათ ლოს-ანჯელესში. 
კოლექცია ქალაქის ისნპირაციით იყო შექმნილი - "ხშირ შემთხვევაში ხალხი ჩემს ჩემოქმედებას ირონიად აღიქვამს - სინამდვილეში, პირიქითაა, მე ჩემი სიყვარული მინდოდა გამომეხატა იმ ქალაქის მიმართ, რომელმაც ამხელა გავლენა იქონია ჩემზე. ჩემი ფავორტიტი ქალაქია სამყაროში. მთელი ჩემი კულტურული ევოლუცია, პოსტ-საბჭოთა ვაკუუმში მცხოვრებმა, ამ ქალაქის მეშვეობით გავიარაე" - დემნა გვასალია.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ღონისძიებას შოუ-ბიზნესის კაშკაშა ვარსკვავები ესწრებოდნენ, მათ შორის ბრენდის მთავარი ამბასადორები - კიმ კარდაშიანი, ნიკოლ კიდმანი და Cardi B. 
აღსანიშნავია, რომ Cardi B ჩვენებაზე როგორც მოდელი, ისე გამოვიდა, ლურჯი, ხელოვნური ბეწვისგან შექმნილი ქურქით. 
გიზიარებთ ლუქებს PRE-FALL 2024 - დან:
8