ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს არსებობის 5 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმი პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას - "ბენქსი: ლეგენდის დაბადება" კურატორი - სტივ ლაზარიდისი.
ექსპოზიცია ასახავს მსოფლიო ვარსკვლავის, ბრიტანელი გრაფიტის არტისტის - ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე.
ბენქსი თანამედროვე სახელოვნებო ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული და მოთხოვნადი ფიგურაა, რომლის მოღვაწეობას მისი ანონიმური პერსონა უფრო საინტერესოს ხდის. მხატვარი, კინორეჟისორი და პოლიტიკური აქტივისტი თავის ნამდვილ ვინაობას დღემდე არ ააშკარავებს და დღემდე ეს თემა სპეკულაციის საგანია.
ბენქსის სატირული ქუჩის ხელოვნება პირველად 90-იანებში გამოჩნდა. მისი პოლიტიკური და სოციალური კომენტირები ნახატებად ქუჩებში, შენობებზე, კედლებზე, ხიდებზე თითქმის მთელი მსოფლიოს გარშემო გამოჩნდა.
თამამმა განცხადებებმა მალევე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში, იმდენად დიდი გახდა როგორც არტისტი, რომ ადამიანებისგან, ხშირად მოთხოვნა თავად მოხატული კედლების ამოჭრაზე და ისე შეძენაზე ყოფილა.
გამოფენა ფართო აუდიტორიისთვის 18 ოქტომბერს გაიხსნება და 4 თვის განმავლობაში დარჩება თბილისში.
გამოფენას დაეთმობა მუზეუმის მესამე სართული სრულად - 11 დარბაზი. კურატორის ხედვით, დამთვალიერებელი იმოგზაურებს ბენქსის სამყაროში - დიდი არტისტის დაბადებიდან მის მსოფლიო აღიარებამდე.
ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალისგან, კულმინაცია კი იქნება ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები "მაგთიკომის პარტნიორის, " ბრიტანელი ლორდის - ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო, ავთენტური ქუჩის ჟალუზი და სხვა.
ერთ-ერთ დარბაზში ბენქსის ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ქართველი ქუჩის ხელოვანების მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებული ნამუშევრებიც. მათი ინტეგრირება განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბენქსის თბილისურ ექსპოზიციას. ქარველი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული კედლის გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე. წარმოდგენილი ხელოვანები ყველაზე აქტიურად მუშაობენ თბილისის ქუჩებში, მუზეუმში შექმნილი ნამუშევრები მათ ხელწერას ატარებს და რეფლექსირებს ქართულ კულტურაზე.
მონაწილე არტისტები: გაგოშა, მიშიკო სულაკაური, სემიჩკა, კოსკა, Sick’nTired.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მუზეუმის სალაროში