კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 21 აჭარაში დაფიქსირდა

Tbilisi Daily

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში დაფიქსირდა. ინფიცირების სამი შემთხვევა ხოფის ბაზრობას უკავშირდება. აჭარაში გასული 24 საათის განმვალობაში სულ 2767 PCR ტესტი ჩატარდა. ხოფის ბაზრობაზე ამ წუთებში „პისიარ“ ტესტირება მიმდინარეობს. ადგილზე მოიჯარეები იმყოფებიან და ბიოლოგიურ ნიმუშებს აბარებენ. პარალელურად, დილიდან ბაზრობის ტერიტორიას დეზინფექცია უტარდება.