ფოთის ,,ცხელების კლინიკაში” 11 თვის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ფოთის ,,ცხელების კლინიკაში” ორ პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორის ერთი 11 თვის ბავშვია. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ორივე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებითა და სხვა რესპირატორული სიმპტომებით მოათავსეს. ,,ორ პაციენტს – 47 წლის ქალს ლანჩხუთიდან და 11 თვის გოგონას ფოთიდან ,,კოვიდ 19" არ აღმოაჩნდა. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი.მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, “ – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.